„ფიტჩი“ საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმას დადებითად აფასებს

„ფიტჩი“ საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი“ ვარაუდობს, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. მის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელიც „ფიტჩის“ შეფასებას გამოეხმაურა.

„ფიტჩის“ რეიტინგში აისახა საქართველოს ბოლოდროინდელი რეფორმები, მათ შორის რეფორმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ. უახლოეს წლებში საქართველოში შეიქმნება უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგადად,  ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებას”, – აღნიშნა სურგულაძემ

tngh საპენსიო რეფორმა არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ სწორი. ამ რეფორმის გარეშე პენსიები ვერასდროს ვერ გაიზრდება...
6 წლის უკან