ვენესუელაში არეულობას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 25 ადამიანი

ვენესუელაში არეულობას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 25 ადამიანი

ვენესუელაში არეულობას მსხვერპლი მოჰყვა. ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

შემთხვევა ბოლივარის შტატში მოხდა, სადაც სამართალდამცველებმა აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყანაში ბრაზილიის საზღვრიდან ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა სცადეს.

ვენესუელის სასაზღვრო ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლას მადურომ ბრაზილიიდან და კოლუმბიიდან ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანის აკრძალვაზე ბრძანება გასცა და საზღვრები ნაწილობრივ ან სრულად ჩაკეტა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.