მე ბესელიას გეგმებზე ვერ ვისაუბრებ

მე ბესელიას გეგმებზე ვერ ვისაუბრებ

რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად აპირებს  ეკა ბესელია  შექმნას ახალი პოლიტიკური პლათფორმა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე ვერსია  მაინც ვრცელდება, მათ შორის ერთ-ერთი  დავით უსუფაშვილის „შენების პარტიაა“. ამ ინფორმაციის გადამოწმებას „რეზონანსი“ თინა ხიდაშელთან შეეცდა.

„მე არცერით პარტიის წევრი არ გახლავართ და ვერც ეკა ბესელიას მომავალ გეგმებზე ვისაუბრებ.  ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინფორმაციის ზონის გარეთ არის“, - განაცხადა „რეზონნსთან“ თინა ხიდაშელმა.