"ივანიშვილი რაღაცას ჩალიჩობს"

„ივანიშვილი აღარ არის უკვე ავტორიტეტი და ეს ჩანს „ოცნების“ განცხადებაშიც. იგი იმდენად დაკნინდა, რომ უნდა ეცადოს, პატარ-პატარა ჯგუფები „შეკეროს“ და  შეიძლება რაღაც შეაკოწიწოს. როდესაც აქამდე დადის ლიდერი, ის უკვე ლიდერი აღარ არის, ის არის ადამიანი, რომელიც რაღაცას ჩალიჩობს,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ერთეული, აღარ არსებობს. ნუ, თავიდანაც მაინცდამაინც არ იყო ერთ იდეოლოგიასა და ერთ ფასეულობათა სისტემაზე დამყარებული პოლიტიკური ერთობა, მაგრამ ახლა სრულად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, დამთავრდა.

"ბოლოს საერთოდ, ტრაგი-კომიკური ვითარება მივიღეთ. მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ფაქტობრივად ყველა სისტემური მანკიერება გადმოიბარა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის „ნაცმოძრაობის“ სამართალმემკვიდრედ იქცა, ახლა ადგნენ და პარტიიდან გარიცხეს თვითონ „ქართული ოცნება“.

ამ უბედურებაშია დღეს „ოცნება“ და ცდილობს გადაგორების პრინციპით, იქნებ და რაღაც ეშველოთ პროცესში.

ფაქტობრივად ივანიშვილი ცდილობს, კუსტარულად გააჩეროს უზარმაზარი კორპუსის ნგრევა, რაც სისულელეა", - ამბობს ხუხაშვილი.

tngh თქვა "ხუხამ" თავისი "ოქროს" სიტყვა...
6 წლის უკან