"ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანურად იქცევა, რომ საჯაროდ არ გამოდის მოსამართლეების დასაცავად. რატომ არ ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებაა მურუსიძე-ჩინჩალაძის დანიშვნა და კობახიძეს ალაპარაკებს? იმიტომ, რომ იცის პოლიტიკურად ეს ძალიან ძვირი დაუჯდება", - ამბობს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
"ქართულ ოცნებას" ჩინჩალაძესთან მეგობრობა მოუღებს ბოლოს. ეს გარდაუვალია. "ქართული ოცნება" ისტორიულად აკეთებს მცდარ არჩევანს, სადაც ერთ მხარეს არიან მურუსიძე და ჩინჩალაძე, მეორე მხარეს კი მთელი ქართველი საზოგადოება.
არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ხალხი ამ არჩევანის სიმწარეს მიხვდეს, მაგრამ თან იმას ვფიქრობ, რომ ვერც მიხვდებიან, რადგან კობახიძე და სხვები არიან ჩვეულებრივი ბიუროკრატები, დაქირავებული კომკავშირელები. არასოდეს უბრძოლიათ მორალური ფასეულობებისთვის, არაფერი გაუღიათ და, სავარაუდოდ, ვერც ხედავენ მოსალოდნელ მძიმე შედეგს. მურუსიძე-ჩინჩალაძეს გადაჰყვება "ქართული ოცნება", ახლა თუ არა, 2020 წელს მაინც", - ამბობს ანა დოლიძე "კვირის პალიტრასთან".