იქ მართლა შეინიშნება ის ნიშნები, რაც რეალურად არ უნდა მომხდარიყო, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ TBC ბანკის ირვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ჭიჭინაძე TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.
„როგორც ვიცი, ხაზარაძე ბანკს არ ტოვებს, უბრალოდ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს აქციონერების მოთხოვნით . ეს მისი გადაწყვეტილება არ არის, ეს აქციონერების გადაწყვეტილებაა, ეტყობა, რომ გაეცნენ სიტუაციას, ისინი ეროვნულ ბანკთან, რეგულატორთან ბრძოლის წინააღმდეგები არიან, იმიტომ, რომ იქ მართლა შეინიშნება ის ნიშნები, რაც რეალურად არ უნდა მომხმდარიყო. თუ სესხის აღება უნდოდა, საკუთარ თავზე გაეცათ და რატომ მოიშველიეს სხვადასხვა სქემა, ეს ნებისმიერ ცივილურ სამყაროში ძალიან ცუდ ტონად აღიქმება. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, ვინც აქციონერები არიან, ალბათ, თავისი კაპიტალის დასაცავად გადაწყვიტეს, რომ გარიგებაზე წავიდნენ რეგულატორთან. ეს ასე ხდება მსოფლიოში,როცა ბანკს რამე უკანონო ქმედებაში ამხელენ, ბანკი პირდაპირ მიდის თანამშრომლობაზე რგულატორთან, აჯარიმებენ , რა ჯარიმის ოდენობასაც დააკისრებენ, იმას იხდიან და ამით მთავრდება.
რაც შეეხება საქმიანობას ანაკლიის პორტთან მიმართებაში, ეს არის არაპროფილური საქმიანობა, შესაბამისად, ბანკები არ არიან იმისთვის, რომ პორტები და კორპუსები აშენონ, ამას ამოეფარონ და რადგანაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ამის გამო მიიღონ ინდულგენცია, რომ კანონი დაარღვიონ.
ხაზარაზე TBC -ის თუ ტოვებს, მაშინ აქციებიც უნდა დატოვოს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ ვაპირებო, შესაბამისად ჯგუფში რჩება, უბრალოდ მმართველი არ იქნება.
საკუთარი თავის გატოლება, რასაც ჩვენ ბოლოს ვისმენდით, რომ, თურმე TBC არის დამოუკდიებლობის და რუსეთთან ბრძოლის ბოლო ხაზი , ღმერთმა დაგვიფაროს , რომ საქართველო ბანკის იმედად დარჩეს"- განაცხადა ჭიჭინაძემ.