ვის

ვის "ეღლიცინება" გეგა გეგეშიძე?

ჭიადაობის ფედერაციაში დღს გამართული პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო, მან თავისი მხიარული განწყობა, ჟურნალისტთან "გალაზღანდარებით" გამოხატა.

"მოღლიცინე" გეგეშიძეს ჟურნალისტმა წარმატებები უსურვა.

ცნობისათვის, დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერებმა, ფედერაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე შეკრებილები კი  გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილის სკანდალური დაპირისპირების შესახებ მსჯელობდნენ.

გეგა გეგეშიძემ ზურა დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა თუმცა სკანდალი ამით არ ამოწურულა, რადგან დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადაყენებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დათუნაშვილი ქვეყნის დატოვებას გეგმავს.