ქალბატონ ეკა ბესელიას ვერ დავავალდებულებთ, რომ იფიქროს, დაგეგმოს და გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი როგორც ახლო, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში, აი, ბიძინა ივანიშვილი კი ამით მოვიდა და მრავალჯერ განაცხადა კიდეც, კერძოდ, ბრძანა მრავალჯერ – დემოკრატიის თამასა უნდა იყოს ისე მაღლა, რომ ევროპასაც გაუკვირდესო.
ძალიან კარგი, ჰოდა რას ამბობს ბატონი ბიძინა ნაცებთან მიმართებაში?
აი, რას ამბობს: ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფომ ისევე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც სხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ ჯგუფებზეო.
დიახ, ნაცებთან მიმართებაში ივანიშვილის გეგმაა შემოიყვანოს ისინი მოქმედების იმ ველში, რასაც დემოკრატიული თანაარსებობა ჰქვია, ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს, თანაც მცირე და მას ვერ გავყოფთ. ცხადია, 2012 წელს არ განხორციელდა ხალხის შურისძიება და მასში არსებული უდიდესი რისხვა დაიმორჩილა ბატონმა ბიძინამ, სამარადჟამო მადლობა მას ამის გამო, წარმოუდგენელიც კია, რა უბედურება დატრიალდებოდა.
რა გააკეთეს ნაცებმა და რა გამოუვიდა ივანიშვილს ამ 6 წელიწადში?
გამოუვიდა ყველაზე მთავარი: მიუხედავად ნაცების უამრავი ფაშისტურ-ბოლშევიკური გამოხტომებისა და ყოველდღიური პროვოკაციებისა, ქვეყანაში სისხლი არ დაიღვარა, შენარჩუნდა სამოქალაქო მშვიდობა და ქვეყნის განვითარების სტაბილური პირობები.
დიახ, ნაცებმა დაიკავეს რადიკალური, ექსტრემისტული და ავანტიურისტული პოზიცია და დღესაც ამას აგრძელებენ, ივანიშვილის გეგმა და სურვილი ვერ განხორციელდა, პირიქით, ნაცებმა მათ მიერ ჩადენილი ცოდვები ისე შემოატრიალეს, რომ “ქართული ოცნების” და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართეს, მათ შეძლეს სხვა ოპიზიციური ძალების დეზორიენტირებაც და არჩევნებში მათი ხმების წართმევაც, დიახ, დეზორიენტირებულმა ამომრჩეველმა, ვერ დაინახა რა ოპოზიციაში ქმედითი ძალა, ხმები ნაცებს მისცა, რომელიც დაჰპირდა მას, რომ მთასა და ბარს ერთიანად გაასწორებდა და ბოლშევიკებივით ფაბრიკა-ქარხნებს და მიწას დაურიგებდა ხალხს (აქ ცხადია ვუტრირებ, მაგრამ არსი ერთია).
მოკლედ, მიუხედავად გაწვდილი ხელისა, ნაცი არ გამოსწორდა და სისხლმოწყურებული ვამპირივით და დამოკლეს მახვილივით ადგას საქართველოს თავზე.
გამოსავალი სად არის?
გამოსავალი არის ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი კვლავ და კვლავ ეცადოს შემოიყვანოს ნაცები და რადიკალური ოპოზიცია თამაშის მისაღებ წესებში, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ქვეყანა ავაცილოთ იმ კატასტროფას, რაც მოხდება და უცილობლად მოხდება ნაც-ფაშისტ-ბოლშევიკების ახლანდელი შემადგენლობის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
როგორ მოხერხდება ეს?
საზოგადოება, ხალხი, ამომრჩეველი მხარში უნდა დაუდგეს “ქართულ ოცნებას” და ერთად გავიაროთ ეს უკიდურესად სახიფათო არჩევნები 2020 წლისა, ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ნაცებს, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
რა მოხდება მომავალში?
მომავალში უნდა მოხდეს ის, რაც ივანიშვილს აქვს განზრახული, მან უნდა დაარწმუნოს ნაცები, რომ ასეთ სიცრუეში ცხოვრება არ შეიძლება, მან უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ასეთი სახის ნაცებს არჩევნებზე ხმა არ უნდა მისცენ.
იცით ყველამ, როგორი ოპტიმისტიც ვართ, თითქმის ვოლტერის ზადიგის მსგავსი (შეხედე ყველა ადამიანს, როგორც ძმას; აკეთე სიკეთე; აპატიე ბოროტება), ჰოდა მინდა მჯეროდეს, რომ სულ რაღაც 5-7 წელიწადში ნაცებიც სხვანაირები გახდებიან და ქვეყანაც აღარ იქნება ისეთი, როგორიც დღეს, ჩვენ მივდივართ წინ, მივდივართ წარმატებულად, წარმატებების მასშტაბები იზრდება და იქნება ყველასათვის საგრძნობი, კეთილი შედეგი კი იქნება საყოველთაო.
თქვენ გაგიმარჯოთ.
თამაზ ჩიხლაძის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი