ესეც რეჟიმის მსხვერპლი ყოფილა, ეს უბედური - აქტიური ნაცი გაქოცებულ ნაცმაღალჩინოსანზე

ესეც რეჟიმის მსხვერპლი ყოფილა, ეს უბედური - აქტიური ნაცი გაქოცებულ ნაცმაღალჩინოსანზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას  საპარლამენტო უმრავლესობის ის წარმომადგენელიც ითხოვს, რომელიც 9 წლის მანძილზე წინა ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პაატა მხეიძე, რომელმაც ენმ-ის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი დაუჭირა, 9 წელი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

ციხეების უფროსი იყო, მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად.

მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელად, განყოფილების უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად,  სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ცენტრის განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ და მოგვიანებით სამმართველოს უფროსად დაინიშნა!!! რა მაცინებს, მაგრამ ესეც რეჟიმის მსხვერპლი ყოფილა, ეს უბედური", - წერს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსმა” საკანონმდებლო ორგანოში  რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულ რეჟიმად გამოცხადებას და მისი წევრების პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებდა.

რეზოლუციის პროექტი ჩავარდა, თუმცა მას 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. მათ შორის პაატა მხეიძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მარალჩინოსანი იყო.

ბ ა ტ ო ნ ი 420 ......მსხვერპლია და თან მსხვილკისერა და დიდ თავიანი მსხვერპლი, დააკვირდით კისერი როგორ უსკდება
6 წლის უკან