საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს(VIDEO)

საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს(VIDEO)

ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გააცნო.

ამას გარდა, ფანჯიკიძემ პოლიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა და ქვეკოორდინატორებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში დაადანაშაულა. მისი თქმით,
პოლიციის თანამშრომლები მათ კოორდინატორებს 30 სექტემბრის 22:00 საათიდან ტელეფონით უკავშირდებიან და 2 ოქტომბრის 10:00 საათისთვის პოლიციაში იბარებენ.