ინფრმაციას იმის შესახებ,რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს,საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ეხმაურება:
ფული შემოაკლდა სოზარიკოს, ბატონ ბიძინის ვეღრ უფარავს იპოთეკურ სესხს ქართუში და აჰა…
შგახდენებთ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების სამთავრობო კომისიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
შედეგად, სოზარ სუბარი პრემიერმინისტრის მრჩევლობის პარალელურად ამ თანამდებობასაც დაიკავებს.
სამთავრობო კომისიაში შედიან: შს მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარების მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. ამასთან, ამავე კომისიაში არიან სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გუბერნატორები.