საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს რომ გუნდის გარეთ დარჩენილი ადამიანების განცხადებები იყო პოპულისტური და თავად საკითხი რის შესახებაც მიმდინარეობდა მსჯელობა, არ იყო სიღრმისეულად გაანალიზებული.
„რაც შეეხება გარიცხვას, სასჯელების დადებას, არ არის ის სტილი, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“. გუნდში თუ გინდიდან გამოყოფილ ადამიანებს შორის საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა, თუნდაც მწვავე და არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოპულიზმს. რა განცხადებებიც გააკეთეს ამ ჯგუფმა, არის გარკვეულზილად უფრო პოპულარული, ვიდრე ის რასაც უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. ანალიზი იყო საჭირო, რა მოაქვს ამ კანონპროექტს, რამდენად პოპულისტურია ის და რეალურად საითკენ მივდივართ.“ -განაცხადა გია ვოლსკიმ.