ყველას ვურჩევ, ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ

ყველას ვურჩევ, ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება. კობახიძის თქმით ის არ აპირებს კომენტარი გააკეთოს ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებზე და ყველას ურჩევს ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით მიმდინარე პროცესების ფონზე ყველაზე მთავარი გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაა და სწორედ ამ  საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება გუნდში მსჯელობა.

„ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება. ამ პროცესებს ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებდით ყველა ერთად. რაც შეეხება განცხადებებს. ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ასე აჯობებს ალბათ და ყველას ვურჩევ რომ ემოციურ ფონზე არ გააკეთონ ხოლმე განცხადებები. ზოგადად მსჯელობა ყველაფერთან დაკავშირებით გაგრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, ამასთან დაკავშირეიბით გვექნება მსჯელობა გუნდის შიგნით.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემმ.