ანტიკონსტიტუციურ კანონს არც ერთ შემთხვევაში ხმა არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოცური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირები

ანტიკონსტიტუციურ კანონს არც ერთ შემთხვევაში ხმა არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოცური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნავს რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არავინ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მისცეს. მდინარაძე დეპუტატების კოალიციიდან წასვლას პოლიტიკურ შეცდომად აფსებს.

„ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო, გუნდის წევრებმა დატოვეს კოალიცია. ეს მათი არჩევანი და მათი გადასაწყვეტია, მე პირადად მიმაჩნია რომ ანიკონსტიტუციურ კანონს არც ერთ შემთხვევაში ხმა არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოცური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ეს იყო პოლიტიკური შეცდომა.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იმ დეპუტატებთან რომლებმაც ეკა ბესელიას მხარი დაუჭირეს, მისი თქმით ამ შეხვედრაზე არ იყო საუბარი პარტიიდან ვინმეს გარიცხვაზე, არამედ საუბარი შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რაც ბუნებრივია.

“ინფორმაცია არც მე მაქვს რომ გარიცხვაზე და სადამსჯელო ღონისძიებებზე იყო მაინც და მაინც საუბარი. იყო სხვა და სხვა საკითხზე საუბარი, ძირითადი მიმდინარე მოვლენებია ბუნებრივია და ესეთი შეხვედრები გაგრძელდება.“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.