გუნდში აზრთა სხვადასხვაობა პირველად არ არის, პრობლემა სხვა რამეა

გუნდში აზრთა სხვადასხვაობა პირველად არ არის, პრობლემა სხვა რამეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა პირველად არ არის, პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს.

მისივე განცხადებით, კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით, არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას.

„გუნდში აზრთა სხვადასხვაობა პირველად არ არის და არ მგონია, ეს არანორმალური მოვლენა იყოს. პრობლემა სხვა რამეა, საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე და სისწორე. ჩვენ შემთხვევაში, აქ საქმე ვაქვს გარკვეულ პოპულიზმთან, როდესაც პოპულარული აზრი უფრო ისმის, ხმამაღალია და სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება. მით უმეტეს, შემოტანილი კანონპროექტი არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. საგაზაფხულო სესიის ბოლომე უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რომლითაც უნდა დაინიშნოს მოსამართლეები, ეს არის მთავარი პირველი ნაბიჯი. მერე პროცესების განვითარება ასეთი სწრაფი ტემპით, თითქოსდა 2024 წლამდე დანიშვნა არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, ესეც არასწორი ინფორმაციაა, რომელსაც საზოგადოება იღებს. პირიქით, ეს დააზიანებს ჩვენს სასამართლო სისტემას, რომელიც საკმად მაღალ დონეზეა შეფასებული საერთაშორისო სტანდარტით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩაგდებას უკავშირდება.

პროექტის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.