ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოში სკოლებში ჩინური ენის სწავლების შესახებ, სარკასტულ-იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.
“დიახ, სწორი გადაწყვეტილებაა, ჩვენ აუცილებლად უნდა შევასწავლოთ ჩინური ენა არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ქვეყნის მთელ მოსახლეობას, რადგან ყველა ქართული ტელეარხი ჩინურად ლაპარაკობს! ბოლო-ბოლო, ხომ უნდა გავიგოთ, რას გვეუბნებიან ე.წ. ექსპერტები და ე.წ. პოლიტიკოსები?!”-წერს გელა ზედელაშვილი.