საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ პარტიაში დღევანდელ შეხვედრაზე არავის გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა.
„როგორც ქუხს, ისე არ წვიმს. პარტიის თავმჯდომარესთან დეპუტატთა გარკვეული ჯგუფის შეხვედრა იყო. ეს იყო საქმიანი, გულწრფელი შეხვედრა, სადაც პირუთვნელი საუბარი ბევრ რამეზე მოხდა. არავინ არავის არ გარიცხავს, ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. სხვა მწვავე პრობლემები იყო, რომელზეც საუბარი გვქონდა.
პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ ასე სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. სასამართლოზე, განათლებაზე, კულტურაზე მომავალზე იყო საუბარი“, – აღნიშნა ქანთარიამ.
ქანთარიას თქმით, საუბარი გუშინდელ დღეზეც იყო.
„საუბარი დატუქსვის გარეშე მიმდინარეობდა, ადამიანური საუბარი იყო საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. სოციალ-დემოკრტების ფრაქცია დაესწრნენ, თავისი პოზიციები აქვთ. ჩვენ ჩვენი წუხილები და პრეტენზიები გვაქვს ამ ყველაფერზე კონსტრუქციულ რეჟიმში იყო საუბარი“, – აღნიშნა ქანთარიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რევაზ არველაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი და ლევან კობერიძე.