ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა, როგორც ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა მწვავე საკითხები, რაც დღეს არის აქტუალური, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, მოხდა თუ არა იმ დეპუტატების გარიცხვა, რომლებმაც ხმა მისცეს ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ არავის გარიცხვა არ მომხდარა და ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
“როგორც ქუხს ისე არ წვიმს, პარტიის თავმჯდომარესთან იყო საქმიანი და გულწრფელი შეხვედრა, იყო საუბარი ბევრ პრობლემაზე საუბარი, ბევრ რამეზე შევჯერდით. არავინ არავის არ გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. პარტიის თავმჯდომარე აპირებს რომ სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. “– განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.