გარიცხეს თუ არა

გარიცხეს თუ არა "ოცნებიდან" დეპუტატები? - პარტიაში დახურული სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ აკეთებს კონკრეტულ კომენტარს დეპუტატთა გარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და ამბობს, რომ ამ თემაზე „ქართულ ოცნებაში" გაკეთდება განცხადება.

„ჯერ ვერც ერთ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ამას აქვს თავისი ფორმა. გავრცელებული ინფორმაცია დეპუტატების გარიცხვაზე სიმართლეა, თუ არ არის სიმართლე, ამის შესახებ „ქართული ოცნება" გააკეთებს განცხადებას", - განაცხადა ოხანაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში" ამ წუთებში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობენ ის დეპუტატები, რომლებმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი მხარი დაუჭირეს, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებიდან" რამდენიმე დეპუტატი გარიცხეს.