"თქვენ არ შეგაგინებთ, ყველა თვალსაზრისით შეგიწყობ ხელსო "- ბესელია-ივანიშვილის გარიგება?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ეკა ბესელიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ გარიგებაზე საუბრობს. რა შეთანხმება შედგა ბესელია-ივანიშვილს შორის, ამ კითხვაზე მელია პასუხობს:

"ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა შეთანხმებას აქვს ადგილი ქალბატონ ბესელიასა და ბატონ ივანიშვილს შორის. ბესელიამ უთხრა ივანიშვილს - მე დავტოვებ "ქართულ ოცნებას" ოღონდ თქვენ არ შეგაგინებთ, ივანიშვილმა უთხრა - რა თქმა უნდა, ასე უნდა გავაკეთოთ და ყველა თვალსაზრისით შეგიწყობ ხელსო. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ეკა ბესელია მომავლაშიც იქნება გამორჩეული ჩვენი კრიტიკით", - აცხადებს მელია.