ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას ბესელიას პოლიტიკურ შანსებს ძალიან პესიმისტურად აფასებს. ამბობს, რომ ელექტორატის თვალსაზრისით მის მიმართ კითხვები რჩება. ის პრობლემები, რაზეც ბესელია საუბრობს, უკვე დიდიხანია არსებობს და დღეს არ დაწყებულა.
მურუსიძე-ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში უკვე შვიდი წელია, რაც არიან და "ოცნების", მათ შორის, ბესელიას ხელისუფლების პირობებში უფო გაძლიერდნენ. აქამდე ხმა არ ამოუღია და დღეს ამაზე საუბარი, ანალიტიკოსის აზრით, საზოგადოებისთვის არადამაჯერებელია. ამიტომაც მას დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ხალხი მოუსმენს.
„ხალხი ასე ადვილად არავის არაფერს არ პატიობს. ფაქტობრივდ „ოცნება“ აღარ არსებობს. ეს პარტია ახლა „ნაციონალური მოძრაობაა“. ისინი საბოლოოდ გახდნენ იმ მანკიერი სისტემის სამართალმემკვიდრეები, რაც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. შესაბამისად ამ დეპუტატებმა „ოცნება“ კი არა „ნაციონალები“ უნდა დატოვონ. კითხვა ასე უნდა დავუსვათ, გარიგდებიან თავადაც იმ მანკიერ სისტემასთან? ახლა ესაა მთავარი“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე განცახდებით, საუბარი იმაზე, რომ კობახიძეა ამ ყველაფერში დამნაშავე, ცოტა სასაცილოა. პერსონალიზაციას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ძალის ცენტრი ივანიშვილია. ხელისუფლებამ ყველაფერზე უკვე ხელი მოაწერა და კობახიძეზე ხელის გაშვერა აბსურდია.
„ივანიშვილმა არჩევნების წინ მოყვანილი ე.წ. ძველი გვარდია ყველა გადააგდო, გადაყარა. ეს სრულიად აშკარად ჩანს. სთხოვა, მოდით, მომეხმარეთ, მიშველეთო. ესენიც მივიდნენ, მიეხმარნენ, მაგრამ ბოლოს ივანიშვილმა ერთი კარგი შეუკურთხა და რაც უქნა, კარგად ვხედავთ. „ოცნებას“ 2020 წლისთვის უკვე აღარანაირი შანსები აღარ აქვს. მისი ერთადერთი შანსი რესურსების მონოპოლიზაციაა და ამ გზას დაადგა - ფინანსები გააკონტროლოს, ადამინისტრაციული რესურსი სრულიად ხელში ჩაიგდოს. ამათ ნატურალური ელექტორატი აღარ ჰყავთ. დიდი სიჩქარით ხრამისკენ მიექანებიან და ბესელიამ, შეიძლება ითქვას, გამოასწრო“, - აცახდებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
აგერ გამოჩნდა ნიანგიც!
მას საქართველო ქვია.
არ გეშინია?
არა!
ბებერი ზის კუთხეში,
ხიხო ვახშმობს მუხებში,
მე მშიერი მოვკვდები,
მაცივართან კუთხეში,
ენკი ბენკი ბეკეკა!
ბეკეკა, თუ თხა?
ზებრასა გავს ეს ჩემა,
სხვა რა უნდა ვთქვა!