“ამ საზარელმა ფაქტმა მსოფლიო თანამეგობრობას, სრულიად სხვა კუთხიდან შეახედა რუსეთის კიდევ ერთ ბნელ მხარეზე…”

“ამ საზარელმა ფაქტმა მსოფლიო თანამეგობრობას, სრულიად სხვა კუთხიდან შეახედა რუსეთის კიდევ ერთ ბნელ მხარეზე…”

ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა. მათ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს მოკლულის ოჯახის წევრებს.

სასტიკი მკვლელობისა და ქართველის გმირის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს ამ ბრგე ვაჟკაცის, ვერაგული მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.

არჩილ ტატუნაშვილმა, ღირსეულმა ქართველმა არა მარტო სამშობლოსადმი ერთგულად, უანგარო მსახურებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ თავისი მოწამეობრივი სიკვდილით და გაუტეხელი ქართული სულით.

მანამდე კი იყო ტყვეობა, დამცირება, წამება…შემდეგ მკვლელი ოკუპანტის მიერ, მოკლულის გვამზე სამარცხვინო ვაჭრობა. ამ საზარელმა ფაქტმა მსოფლიო თანამეგობრობას, სრულიად სხვა კუთხიდან შეახედა რუსეთის კიდევ ერთ ბნელ მხარეზე…

ტატუნაშვილის სამძიმარზედ მისული შემძრა: მამის-ბატონი გივის მსჯელობამ და უსათნოესი ქალბატონის, დედის, რუსუდანის დატირებამ. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ამ ოჯახში აღზრდილი-არ შეიძლებოდა ღირსეული პიროვნება არ გამოსულიყო.

ღმერთმა სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს-არჩილ ტატუნაშვილს. დიდება გმირებს!!!”, – წერს ოთარ ჩრდილელი.

საქართველოს ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი გასული წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი,  გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

35 წლის  ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის  შემდეგ გადმოსცეს.  ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით  დაკრძალეს. სამხრეთ ოსეთის დეფატქო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა. ექსპერტიზის თანახმად კი,   ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა სხეულზე.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი, რომელშიც  წერია , რომ 35 წლის ტატუნაშვილი წამებითაა მოკლული, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივს მიაგებენ  პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები.