"45-ივე ადამიანი, ვინც ხმა მისცა "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას, გონებაჩლუნგია"

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტის კენჭისყრას ეხმაურება.

"45-ივე ადამიანი, ვინც ხმა მისცა "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას, ჩემ თვალში ყველა გონებაჩლუნგი და ყ*** ერთდროულად.

45-ივეს გილოცავთ ამ ორი ტიტულის მოპოვებას. ვიცი, გაგეხარდებათ", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე ჩავარდა.

რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 16 წავიდა.