საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ორშაბათს საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა ეკა ბესელიას თანამოაზრე „ქართულ ოცნებას“.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას.