სს „ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა

სს „ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა

გამოფენა რუსეთის დედაქალაქში 11-15 თებერვალს გაიმართა და მას 97 ქვეყნიდან 61 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

Prodexpo 2019-ზე  სს "ქართული ლუდის კომპანია” სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი და ლუდებთან ერთად, სტუმრებს ლიმონათის, ნატურალური წვენების -  "ჩერო",  „არსი კოლას“ და ცივი ჩაი „ბაიხო“ს  დაგემოვნება შეეძლოთ.

გამოფენის პარალელურად დამყარდა ახალი საქმიანი ურთიერთობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

"Prodexpo 2019-ში მონაწილეობის ძირითადი მიზანი იყო ახალი პარტნიორების მოძიება.  როგორც მოგეხსენებათ, ზედაზენი ამ ეტაპზე 40  ქვეყანაში არის წარმოდგენილი, როგორც ლიმონათებით, ისე ლუდებით. გამოფენაზე ჩვენი მიზანი იყო კომპანიის ასორტიმენტის  უფრო ფართო მასებისთვის და უცხოელი შემსყიდველებისათვის კიდევ ერთხელ შეხსენება და სიახლეების კარგად გაცნობა. გამოფენის ფარგლებში მოხდა კონტაქტების გაცვლა. ინტერესი იყო არამხოლოდ რუსეთიდან, სადაც ისედაც ვართ წარმოდგენილები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითისთვის გეტყვით - იყო ინტერესი ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან,  კორეიდან და სხვა. ამ ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ მცირე  რაოდენობით ვართ წარმოდგენილი, ახალი კონტაქტების დამყარებით კი უახლოეს მომავალში ბაზრების მეტი ინტენსიურობით ათვისება არის დაგეგმილი.’’ - აცხადებს  სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Prodexpo საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში 60 ქვეყნიდან 2270 მეწარმე სუბიექტი იყო წარმოდგენილი. გამოფენას 25 წლის ისტორია აქვს, რადგანაც ის 1994 წლიდან არსებობს.