რატომღაც ბევრს გამორჩა სტუდია "მონიტორის" მიერ რადიო თავისუფლებაზე ერთი თვის წინათ გადაცემული სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ აახია 2011 წელს მამუკა ხაზარაძის TBC-მ თამარ და ლევან ლებანიძეებს ბანკი "კონსტანტა" სააკაშვილი-ადეიშვილის "მართლმსაჯულების" ზეობისას.
ამ სტუდიას და რადიოს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ 'ქოცტროლობას'. კარგად მოუსმინეთ, არაა ხანგრძლივი.
ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში შემდეგი „დეტალია“: თურმე „კონსტანტას“ დირექტორი რომ დაიჭირეს და მოთხოვეს 16 მილიონის მიტანა, აღმოჩნდა, რომ მისი გამოსახსნელი გირაო ხაზარაძეს წინა დღეს უკვე შეტანილი ჰქონდა. ეს ლებანიძის „დაყაჩაღების“ თანამონაწილეობის უტყუარი მტკიცებულებაა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიშას აბსოლუტიზმის ხანაში ბანკირები ფინანსურ ზონდერებად იქცნენ და მათი მეშვეობით ახდენდა რეჟიმი ქონებების წართმევას, მაგრამ ხაზარაძის იმპერიაში ყველაფერი უკუღმა იყო: TBC დაადგამდა თვალს რომელიმე კომპანიას, მიუქსევდა მას სააკაშვილის ვამპირებს და მერე შთანთქამდა პატარა ლიფსიტას. ამიტომაც, კიდე საკითხავია, ხაზარაძე იყო მიშას ზონდერი თუ პირიქით?..
ამ დღეებში მავანთა მიერ ლამის გმირად შერაცხული, საქართველოს საბანკო სისტემის 'ქვაკუთხედი', ჩოხოსანი ბატონი ხაზარაძე, ამ სიუჟეტით, ჩვეულებრივი წამგლეჯელი "ხიშნიკია". ლებანიძეების ოჯახი დღემდე სამართლის აღდგენის მოლოდინშია. ხოლო "გმირი", "პატიოსანი", "სამართლიანი" მამუკა ხაზარაძე კი მორიგი "ფეიკი" პერსონაჟია სიყალბის ბოლო დროს მოჭარბებულ ორომტრიალში.
თუმცა, იმ ცნობილი გაჯაზებული "მუსნაწარმოებისა" არ იყოს, აქ ხომ "ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი კაცს აღარ ჰგავს"... და უკვე ბანკირიც ბანკირს აღარ ჰგავს...