ჟურნალი GQ-ს რუსულმა ვერსიამ 2019 წლის რუსეთის ყველაზე მოდური კაცების სია გამოაქვეყნა.
რეიტინგში რომელშიც 50 მამაკაცია მე-6 ადგილზე კახა კალაძე, მე-9 ადგილზე კი მომღერალი ბერა ივანიშვილია.
ყველაზე მოდურად რუსულმა GQ-მ მუსიკოსი ფედუკი მიიჩნია, მე-2 ადგილზე ტელეწამყვანი ივან ურგანტი, მესამეზე კი მუსიკოსი სერგეი შნუროვი გავიდა.
რა კრიტერიუმით მოხვდნენ კახა კალაძე და ბერა ივანიშვილი რუსი კაცების რეიტინგში უცნობია. 2016 წელს კალაძე რუსულ GQ-ს უცხოელი მოდური მამაკაცების რეიტინგში ჰყავდა შეყვანილი 2018 წელს კი უკვე რუსი მამაკაცების რეიტინგში.