"მთავარია, მეანაბრეები არ დაზარალდნენ"

"მთავარია, მეანაბრეები არ დაზარალდნენ" – ოთხმეზური “თიბისი” ბანკზე"როგორც ჩანს, ანალიზის უნარი დავკარგეთ, რადგან აქამდე ბანკები ყაჩაღები და კაცის მჭამელები თუ იყვნენ, დღეს როგორ გახდნენ ანგელოზები? ეს არის გაუგებარი, მაგრამ მთავარია, რომ ამ პროცესში არ დაზარალდნენ მეანაბრეები და არა ის, ვის დატოვებენ და ვის გაუშვებენ" - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური "თიბისი ბანკთან" დაკავშირებულ მოვლენებს.

"მე არც საფინანსო და რაც საბანკო სფეროში ჩახედული არ გახლავართ და ამიტომ გამიჭირდება შეფასების გაკეთება, მითუმეტეს, რა ხდება "თიბისი ბანკთან" მიმართებაში.

"ზოგადად ჩემი აზრი, თუ გაინტერესებთ, მთელს ამ ამბავში, რასაც ვისმენ, გაუგებარი ის არის, რომ თუ აქამდე ეს ბანკები ყაჩაღები და კაცის მჭამალები იყვნენ, უცბად როგორ გახდნენ ანგელოზები და წამებულები? ეტყობა ანალიზის დეფიციტია.

"ისე, ვინმემ დაადგინა არის თუ არა დამნაშვე " თიბისი ბანკი"? რამე არის გამოძიებული? იქნებ არ არის დამნაშავე, ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა. ჯერ დააცადონ, გამოიძიონ.

"მაგრამ, საქმე იცით რაშია, როგორც კი საკითხი დადგება, ნებისმიერი თუნდაც, ეს ყოფილი ხელისუფლება, "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩასაფრებულები არიან. ისეთ "მკვეთრ" განაცხადებებს აკეთებენ, ვითომ თვითონ ანგელოზები იყვნენ.

"გიგი უგულავას რაღა აქვს სათქმელი, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რიყის ტერიტორია ჯერ 7 მილიონად გაიყიდა, მერე თვითონ რამდენ მილიონად გაყიდეს? ამაზე კარგი ბიზნესი რა გინდა? ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ქადაგიძე, დღეს რომ სიტყვით გამოდის, მის დროს რა ხდებოდა საბანკო სექტორში, ასრულებდნენ ბანკები სააკაშვილის მთავრობის დავალებებს? რამდენ ბიზნესმენს შეექმნა ფინანსური პრობლემა?

"რაც შეეხება დღევანდელ აჟიოტაჟს, მთელს ამ პროცესში, ჩემი აზრით, მთავარი არის, პრობლემები არ შექმნათ მეანაბრეებს და არ დაზარალდნენ. და არა ის, ვის დატოვებენ და ვის გაუშვებენ"- განაცხადა "რეზონანსთან" გიორგი ოთხმეზურმა.