მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოვება

მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოვება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნადიმ ვარშანიძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ილია ნაკაშიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვა. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 11 დამსახურებულ მოქალაქეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ნომრები. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით მესამე წელია იმართება და უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო.