სოფელ ზანაქიძეებში 560 გრძ.მ. საავტომობილო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სოფელ ზანაქიძეებში 560 გრძ.მ. საავტომობილო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში 560 გრძ.მ. საავტომობილო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული გზით ერთმანეთს ორი სოფელი ზანაქიძეები და ვარშალომიძეები უკავშირდება. მეწყერული პროცესების თავიდან არიდების მიზნით გზის ორ მონაკვეთზე 15 გრძ.მ. და 25 გრძ.მ. დამცავი ფერდსამაგრი ნაგებობა მოეწყო. სამუშაოები შესრულებული იქნა შპს ,,აკო777’’-ის მიერ. პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 54 738 ლარი გამოიყო.