ბოკერია დავით ბაქრაძის ჩამოქვეითებაზე მუშაობს - სერგი კაპანაძე უმცირესობის ლიდერი გახდება?!

ბოკერია დავით ბაქრაძის ჩამოქვეითებაზე მუშაობს - სერგი კაპანაძე უმცირესობის ლიდერი გახდება?!

"ევროპულ საქართველოში" საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის გადაყენებასა და მის ადგილზე სერგი კაპანაძის არჩევაზე მსჯელობენ. ბაქრაძის გადაყენებისა და კაპანაძის არჩევის თემაზე, ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მუშაობს.

ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს მიაწოდეს ინფორმაცია რომ გიგა ბოკერიამ უკვე დაიწყო ხმების დათვლა-მობილიზება, რათა „საჭირო დროს ეს საკითხი წამოწიოს და მის მიერ დაგეგმილი ცვლილებები განახორციელოს“.