"მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა"

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას ეწოდება მეზვერე და ფარისევლის კვირა. მაცხოვარი მოციქულებს და იქ დამსწრეთ ეუბნება - რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ.

ტაძარში შევიდა ორი ადამიანი - მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი და ლოცულობს, რომ მე ვასრულებ კანონებს და მე არ ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეა. ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა. ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა",- ბრძანა პატრიარქმა.

 

 

ბ ა ტ ო ნ ი 420 მარხვა?
ქვეყნის მოსახლეობის 80% მთელი წლის მანძილზე მარხულობს და სასწაულს ელის, თუ გიფიქრია მაგაზე წმინდაო მიქელა?
თუ ხო, მაშინ სადანეა პური ჩვენი არსებობისა?
რატომ აჭმევს მდიდარი მაძღარს და მშიერს ივიწყებს???
განა ღმერთი უსამართლოა???
გვითხარი მაინც ვის მივადგეთ?
შეგიძლია შნ თავზე აიღო ცოდვა და ქვეყანა გადაარჩინო, მარა არ გინდა, ხო, რა მოხდა მერე? სულ ორი პარასკევი დაგრჩენია,
მხოლოდ ორი სიტყვის თქმაა საჭირო, მეტის არა, აიღე თავზე ცოდვა და ხალხს მიეცი უფლება ძარცვონ მდიდრები,
გამოაცხადე„„„ფულიანის ძარცვის ნებადართულია მშივრებისთვის-თქვა და წავიდააააააააა!!!
ხვალ უკვე ყველა მშიერი კოლმეურნეებივით გავიღვიძებთ.......
6 წლის უკან