ჩუღურეთის გამგებელმა კედლების გამაგრების სამუშაოები მოინახულა

ჩუღურეთის გამგებელმა კედლების გამაგრების სამუშაოები მოინახულა

ჩუღურეთის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე კედლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

დოქის შესახვევი N9
9 ძმის ქუჩის N23
ბაგრატიონის N26
ჩეჩელაშვილისN84
ჩეჩელაშვილის N105 სა და N84ა-ს შორის

მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.

„ჩუღურეთის რაიონში, კედლები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. ჩვენ ყოველწლიურად ფერდობის და გზის დამჭერ 30-მდე კედელს ვაშენებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც მიწის ჩამოშლით არის განპირობებული. მიმდინარე წელს, გზისა და გრუნტის დამჭერი 40-მდე კედლის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.