ჩუღურეთის რაიონში, შვიდ მისამართზე თბილისური ტიპის ეზოებში ასფალტის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურული პროექტები ჩუბინაშვილის N32-ში, ბუხაიძის N40-სა და N11-ში, წინამძღვრიშვილის N68, N77, N97/1 და N60-ში განხორციელდა. ასფალტის საფარის დაგებამდე, აღნიშნულ მისამართებზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. დასრულებულ სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „პარმამ“ შეასრულა.