თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად

თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

ფრანგმა დიმპლომატის განცხადებით,  ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის.

თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად. ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა - მანამდე", - განაცხადა ელჩმა.

პასკალ მენიეს თქმითვე, თუ ეროვნული ბანკისგან სანქციებს პროპორციული სახე არ ექნება, ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული.  საფრანგეთის ელჩის შეფასებით, ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ მოვლენებს საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ ჰქონია, თუმცა თუ ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკის მიმართ არაპროპორციულ სანქციებს ექნება ადგილი, ეს საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე უარყოფითად აისახება.