პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არ აინტერესებს, რას იზამენ გედევან ფოფხაძე ან მისი მომხრე დეპუტატები, რაც სამწუხაროა.
„მჭმუნვარე სახის რაინდი გედევან ფოფხაძე "ოცნებიდან" დილით მიდის, საღამოს ბრუნდება, მოგვიწევს შევეგუოთ ამას, რადგან ეს ძირითადი საკითხი არ გახლავთ. ძირითადი ისაა, რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბების პროცესი. არ გამოვრიცხავ, რომ ასე მიმართეს მას და სხვებსაც, რომ გინდა წადი, გინდა დარჩი, გინდა გაგრიცხავთ. ამ სამწვეროვანი შეთავაზებით, შეიძლება, გამოხატა „ოცნების“ ლიდერმა თავისი დამოკიდებულება, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, რას იაზმთო. ეს არის ის სამწუხარო დამოკიდებულება, რომელიც დამდგარია ამ სისტემაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ. ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.