ირაკლი ალასანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კოალიციის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ამომრჩევლებს ანაკლიაში შეხვდა. ალასანიამ შეკრებილებს კოალიციის საარჩევნო პროგრამა და საჯარო მოხელეებსსაც მიმართა. კანდიდატმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში არც ერთი მოხელე სამსახურს არ დაკარგავს. ისინი კი ვისაც პოლიტიკური და სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის შესაბამისად დაისჯება. დღევანდელ შეხვედრაზე პირველად გამოჩნდა ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი მთავარი იურისტი დავით ჭანტრია, რომელმაც დაკავებული თანამდებობა რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. ალასანიამ დღეს ზუგდიდში შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.