ივანიშვილის კომენტარი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე(VIDEO)

ივანიშვილის კომენტარი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე(VIDEO)

კოალიციის ლიდერი გავრცელებული აუდიოჩანაწერების თემასაც გამოეხმაურა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი დაცვის წევრის მიერ ატვირთული ფარული აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულიც რომ არ იყოს, კატასტროფა არაფერია. მისი თქმით, ბესო სურმავა ძალიან კარგი ადამიანია და მასთან მეგობრობდა, როგორც დაცვის დანარჩენ წევრებთან. ივანიშვილის აზრით, ეს ხელისუფლების ახალი ფანდია. რათა გუნდის წევრები ერთმანეთს გადაკიდოს. ივანიშვილის შეფასებით, ამით ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის წამებები, რამაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კოალიცია ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს ლანძღავენ.