რუსეთის ეკლესია 200-ზე მეტმა სამრევლომ დატოვა და უკრაინის ეკლესიას შეუერთდა

რუსეთის ეკლესია 200-ზე მეტმა სამრევლომ დატოვა და უკრაინის ეკლესიას შეუერთდა

მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "tabula.ge" ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჯამში უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 204 სამრევლო შეუერთდა.

მათივე ცნობით, სამრევლოების სურვილი და სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლის ბოლომდე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ათასობით მორწმუნე და სამრევლო შეუერთდება.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოსგან 6 იანვარს მიიღო.