ინაშვილისა და თარხან-მოურავის პასუხი მეუფე საბას: ჩვენს თავხედობაზე საუბარი ზრდილობის საკითხია!

ინაშვილისა და თარხან-მოურავის პასუხი მეუფე საბას: ჩვენს თავხედობაზე საუბარი ზრდილობის საკითხია!

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მეუფე საბას გამოეხმაურნენ, რომელმაც პოლიტიკოსების ნაბიჯს თავხედური უწოდა.

“ინტერნეტში წავიკითხეთ მეუფე საბას ( ინწკირველი) კომენტარი ჩვენთან მიმართებაში და იძულებულნი ვართ ვუპასუხოთ:

  1. ჩვენ არასდროს მოგვითხოვია პეტრე ცაავას განკვეთა. ჩვენ მხოლოდ აღვნიშნეთ, რომ მოსახელობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, პეტრე ცაავა არ უნდა იყოს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი. მით უმეტეს, ჩვენ არავითარი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არც მეუფე გრიგოლისთვის (ბერბიჭაშვილი) და არც მეუფე საბასთვის (ინწკირველი). ჩვენ მხოლოდ აღვნიშნეთ, რომ ეკლესია არაა არასამთავრობო ორგანიზაცია - NGO და მღვდელმთავრები პოლიტიკურ ჭრილში განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ახლა გვაქვს განცდა, რომ მეუფე საბას ჩვენი წერილი კარგად არ წაუკითხავს, პასუხი კი, გაგვცა. ეს ეთიკის საკითხია!
  2. ჩვენ აღმსარებლებიც ვართ და მაზიარებლებიც, ანუ დედაეკლესიის მრევლი ვართ, ეკლესია კი, მრევლია! ეკლესიური კანონიც ვიცით და ტრადიციაც და არაფერი დაგვირღვევია, მაგრამ ეს განსწავლულობის საკითხია!
  3. მე, ირმა ინაშვილი, მეუფე საბაზე მთელი 11 წლით უფროსი ვარ, ხოლო დავით თარხან-მოურავი – 18 წლით უფროსია და შვილები დაახლოებით მეუფე საბას ასაკის ჰყავს, ამიტომ მეუფე საბას მხრიდან ჩვენს თავხედობაზე საუბარი, უბრალოდ, ზრდილობის საკითხია!"