კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფაქტი აბაშაში. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში კოალიციის კოლონის გადაადგილებამ "ნაციონალური მოძრაობის" აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით დარცმელიძის ნათესავის გაღიზიანება გამოიწვია. დავით ღვანიამ რამდნიმე მეზობელთან ერთად კოალიციის მხარდამჭერებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების" აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი საბულუა, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა სცადა.