ფქვილი წინასაარჩევნოდ(VIDEO)

ფქვილი წინასაარჩევნოდ(VIDEO)

მორიგი დარღვევა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ხაშურის რაიონის სოფლებში ფქვილს არიგებენ, ამ პროცესს კი პირადად ოსიაურის გამგებელი, ვაჟა ენჯიბაძე კურირებს. ადგილობრივი ხელისუფლება აცახდებს, რომ დაზარალებულებს ეხმარებიან, თუმცა რისგან დაზარალდა ეს მოსახლეობა, ამას არ განმარტავენ. და საინტერესო დეტალი - ვინც ფქვილს წაიღებს, გამგებელი მათ პირად მონაცემებს და ხელმოწერებს აგროვებს. პრეზიდენტის აღნიშნულ დახმარებაში შედის: ორი ტომარა ფქვილი, სამი ლიტრი ზეთი და ათი კილოგრამი შაქარი, თუმცა ამ დახმარებას ადგილობრივი გამგეობის სახელით გასცემენ. ხაშურის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ გვალვა და დიდი ზამთარი სტიქიურ უბედურებასთან იგივდება და ამ მიზეზით დაიწყეს მოსახლეობის დასახმარებლად ფქვილის დარიგება. ,,ქართული ოცნების" წევრი ზურა გელაშვილი აცხადებს, რომ ადგილი აქვს სახელწიფო რესურსების წინასაარჩევნოდ გამოყენებას.