იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მთავარია ვინ იყო ამ კადრების თავი წყარო და არა ის, ვინც კანონი არ იცოდა, მიიღო ვიდეო და არცოდნის გამო გაავრცელა. თუ წყარო არ დადგინდა, ამ ადამიანების დაკავებას აზრი არ ექნება, რადგანაც ის პიროვნება მაინც შეეცდება, რომ ამ ჩანაწერების გავრცელება მოხდეს.
„ჩვენ გავინტერესებს ვინ არის უმთავრესი დამნაშავე. ახლა მეც რომ მომივიდეს ეს ვიდეო, ვიცი კანონი და მას გაუხსნელადვე წავშლი. თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის და ასე მაშინ ნახევარი საქართველო შეიძლება დასაჭერი გახდეს. ეს გამოდის მაშინ უკვე, რომ მოსახლეობის ინტერნეტ კონტროლი იწყება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ახლა მარტო ბესელიას კი არა ყველას ინტერნეტ ტერორით გვაშინებენ. ძალიან მინდა მედიას ვთხოვო, რომ საზოგადოებას კარგად განუმარტეთ, ნებისმიერი ასეთი სახის მასალა თუ მიიღეთ, ვირუსი იქნება, რაც იქნება, მომენტალურად გაანადგურეთ და არავის გაუზიაროთ, თორემ გამოდის, რომ ამ მოტივით შეუძლიათ ყველას ბრალი წარუდგინონ. ეს კი ძალიან საშიში ამბავია და გრიპის ვირუსივით გავრცელდება.
ასე „ოცნებას“ შეუძლია ნახევარი საქართველო დაიჭიროს, ეს სამართლებრივად სრულიად შესაძლებელია, იმ მუხლით, რაც თავის დროზე ჩვენი მოთხოვნით მიიღეს, მაგრამ პრაქტიკა სრულიად მიუღებელი და მახინჯია. ასეთ დროს მივიღეთ სიტუაცია, რომ ანკესი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი წამოეგოს“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუ დასჭირდათ შეუძლიათ კიდევ ბევრი ადამიანი დააკავონ და ამით მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანა მოხდეს და ნამდვილი დამნაშავე ვისი მიზანიც ამ ვიდეოს ვირსულად გავრცელება იყო, გარეთ დარჩეს. ამის შედეგად კი ყველას დაგავვიწაყდება აქ რა იყო გასაპროტესტებელი და ვიცხოვრებთ მუდმივად იმის შიშით კიდევ ვისი ფარული ჩანაწერები შეიძლება გავრცელდეს.