ფარული კადრების გავრცელების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 ადამიანი დაიჭირა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დაკავებულებს შორის მათი პარტიის მხარდამჭერებიც არიან, რომლებსაც სუს-მა კადრები ვირუსულად გაუგზავნა.
ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ისრების გადატანას „ნაციონალურ მოძრაობაზე" ცდილობს
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა რასაც ვხედავთ, პირადად მან მოახდინა ასეთ დანაშაულის სანქცირება. არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე. სუს-მა ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს გაუგზავნა ეს კადრები. ცხადია ისინი ვერ დასჯიან ვერავის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ისრები გადააქვს სხვაზე. ეს არის ივანიშვილის ერთადერთი პოლიტიკა მტრის ხატის შექმნა. ივანიშვილმა დაავალა სუს-ს, რომ ათეულობით ჩვენს მხარდამჭერისთვის გაეგზავნა ეს კადრები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.