მოსკოვის სპარტაკის მცველის გიორგი ჯიქიას განცხადებით, მის წინაშე რეალურად იდგა არჩევანი საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის და არ ნანობს, რომ გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიიღო.
"ცხადია, ჩემს შემთხვევაში არსებობდა ნაკრების არჩევის პრობლემა. მაშინ პერმის ამკარში ვთამაშობდი და სტანისლავ ჩერჩესოვმა პირველად მიმიწვია ეროვნულ ნაკრებში. იმ დროს ჯერ კიდევ არ მქონდა ნათამაშები რუსეთის ნაკრებისთვის. შემდეგ იყო მოლაპარაკებები,ზარები საქართველოს ნაკრებიდან, მაგრამ არჩევანი გავაკეთე და არაფერს ვნანობ.
რატომ ავირჩიე რუსეთი? ეს არ ყოფილა მშობლების რჩევა, მაგრამ ისინი მხარს მიჭერდნენ. მე აქ დავიბადე, გავიზარდე და ყველაფერი ისე წავიდა, რომ წარმატებას მივაღწიე. ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ დამაფასეს", - განაცხადა ჯიქიამ Youtube-ს არხ Commandos-თან ინტერვიუში.