ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი

ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი

გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მეთოდებით შანტაჟი. ყველა ერთად – საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი- შევთანხმდით, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია. შესაბამისად, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გავრცელება და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.