არსებული ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის“ ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი გასვიანია. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შსს-ში არ ასაჯაროვებენ დაკავებული პირების ვინაობას და არც სხვა დეტალებზე საუბრობენ.
დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება.
„დეტალებს ვერაფერს გეტყვით, ჯერ ბრალიც არ წაუყენებიათ, ჯერჯერობით, ჩემსა და გამომძიებელს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა“, – აცხადებს ადვოკატი.