პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” წერს:
“ფარული კადრებიო?!. უეჭველი, ლოკოკინასავით წებოვანი და ასპიტივით ცივი, ხაოიანია ის არსება (არსებები!), ხელისკანკალის გარეშე ვიღაცას, სადღაც, როგორღაც სათვალთვალო კამერას, ან ”ჟუჩოკს” რომ ჩაურთავს და მისი ცხოვრების საათებს, წუთებს გულგრილად იწერს! შემდეგ, ალბათ, ეს წებოვანი არსება (არსებები!) ამოწმებს კიდეც ”ხომ კარგად ჩავწერეთ? ხომ კარგია ხარისხიო?” და მერე, უეჭველი, ხითხითებენ და ჯოჯოს თვალებით მიშტერებიან ”სხვის ცხოვრებას”… ისინი, ეს ლოკოკინები, ასეთებად იბადებიან! ასეთებს ადამიანის მხოლოდ იერი აქვთ და პასპორტში სქესიც პირობითად უწერიათ… ასეთები უსქესო, უსახო, უსულო, გლუვი, ამებასავით გამოთაყვანებული და ლოკოკინებივით საზიზღრად სლიკინები არიან! არა, ისინი ცუდები არ არიან! ისინი საბრალონი არიან! იმდენად საბრალონი, რომ ამ საბრალოების გამო ყარან! ზეზეულად ყარან ეგ ცვედნები!!!” – წერს გაგუა, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: “იმდენი წერეს, ”ბოლივუდი” მიმიქარავს! კი, გექნება ჩამორთმეული”
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე ქვეყნის მასშტაბით 16 პირი დააკავა. ამის შესახებ საგანაგებო ბრიფინგზე ცენტრალური კირმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.
დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.