მიზანი იყო ჩემი განეიტრალება

მიზანი იყო ჩემი განეიტრალება

”რა თქმა უნდა გავაგრძელებ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს ფორმა იყო გამოყენებული. მიზანი იყო ჩემი განეიტრალება, შეჩერება, მორალური წნეხი, თუმცა, მიზანს მივაღწევს, რაც გულისხმობს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას” – ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფარული ჩანაწერების საქმეზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს. გამავრცელებელი პირების გარდა, მთავარია ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება, ანუ ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების. გამოძიებისგან ამ პასუხს ველოდები. გუშინაც ვრცელდებოდა ჩანაწერი. ამის თაობაზე ინფორმაცია ბევრ ადამიანს ჰქონდა და სწრაფი მოქმედებები საჭიროა. დღეს მექნება შეხვედრები შსს-ში წარმომადგენლებთან.

ეს არის ის მეთოდი და ფორმა, რომელიც მიიჩნევა ყველაზე მდაბიო, სამარცხვინოდ და ამაზრზენად. ეს არის მორალური ტერორის დაუშვებელი სახე!

ძალიან მკაცრად ისჯება შენახვა-გავრცელება. ეს ჩემზე არ მოქმედებს და შინაგანად მზად ვიყავი ამისთვის! რა თქმა უნდა გავაგრძელებ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს ფორმა იყო გამოყენებული. მიზანი იყო ჩემი განეიტრალება, შეჩერება, მორალური წნეხი, თუმცა, მიზანს მივაღწევს, რაც გულისხმობს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.