ვინც ამას ავრცელებს მინდა რჩევა მივცე, იფიქროს სხვა რამეზე აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული “, – ასე გამოეხმაურა იუსტისციის მინისტრი თეა წულუკიანი პირადო ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი გავრცელების ფაქტებს.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ მსგავსი კადრების გავრცელება მიზნად ისახავს ქალების ტერორს. წულუკიანის აზრით, არც ბესელია და არც ამგვარი ფაქტის მსხვერპლი არც ერთი ადამიანი არ გაჩერდება და არ დაყრის ფარ-ხმალს.
მისივე განცხადებით, ვისზეც არ უნდა გავრცელდეს მსგავსი შინაარსის კადრები, ეს საყოველთაო დაგმობისა და პროტესტის საგანი უნდა იყოს.
„ვისზეც არ უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი, იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი, თუ სხვა, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას.
მე პირადად ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და მიზნად ისახავს ქალზე ტერორს და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, რა თქმა უნდა, ვგმობ, მაგრამ მინდა აქვე დავსძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ქალი არის ძლიერი და ვინც ამას ავრცელებს მინდა რჩევა მივცე, იფიქროს სხვა რამეზე აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული და მე იმედი მაქვს ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულებაც განხორციელდება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე ქვეყნის მასშტაბით 16 პირი დააკავა. ამის შესახებ საგანაგებო ბრიფინგზე ცენტრალური კირმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.